მაიკ პომპეო: „იდლიბის საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან ერთად ვმუშაობთ“

მაიკ პომპეო: „იდლიბის საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან ერთად ვმუშაობთ“

1366393
მაიკ პომპეო: „იდლიბის საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან ერთად ვმუშაობთ“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სირიის იდლიბის პროვინციის საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან ერთად მუშაობენ. მაიკ პომპეომ ვაშინგტონში გამართული პრესკონფერენციის დროს იდლიბთან  დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო, რომ ასადის რეჟიმი, აქ სამხედრო გამარჯვებას ვერ მიაღწევს.  რეჟიმის მხრიდან ჩვენს ნატო-ს მოკავშირე,  თურქეთზე განხორციელებული თავდასხმები, გვაიძულებს საკითხთან დაკავშირებით ანკარასთან თანამშრომლობა გავაღრმავოთ. ასევე  მინდა ავღნიშნო, რომ იდლიბის საკითხის მოგვარების ერთადერთი გზა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2254-ე რეზოლუცია გახლავთ. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა იდლიბის საკითხთან დაკავშირებით თუ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი,  ამის თაობაზე თურქეთთან ერთად ვმუშაობთ“, განაცხადა მაიკ პომპეომ.



მსგავსი ინფორმაციები