ჩრდილოეთ ერაყში წითელი ბიულეტენით ძებნილი ტერორისტი დააკავეს

იგი, ე.წ. მაჰმურ-ქირქუქის პროვინციის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა

1365918
ჩრდილოეთ ერაყში წითელი ბიულეტენით ძებნილი ტერორისტი დააკავეს

თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ჩრდილოეთ ერაყის სინჯარის რეგიონში განეიტრალებულ იქნა ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/KCK-ს პასუხისმგებელი პირი მაჰმურ-ქირქუქის პროვინციაში, იაჰია დუმანი. დადგინდა, რომ ეს პიროვნება, რომელსაც ზედმეტსახელად "საბრი თორი" ერქვა და 1993 წელს შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაციას, სიირტის, შირნაკისა და უკანასკნელად 2016 წელს მარდინის ოლქის დიბექლის პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული ტერაქტების ორგანიზატორობის გამო, ინტერპოლის წითელი ბიულეტენით იძებნებოდა. იაჰია დუმანი, ჩრდილოეთ ერაყის ე.წ. სპეცდანიშნულების სკოლებში, PKK-ს წევრების  იდეოლოგიურ მომზადებას და სამხედრო წვრთნებს მეთაურობდა, ხოლო 2019 წლიდან იგი, ე.წ. მაჰმურ-ქირქუქის პროვინციის პასუხისმგებელი პირია. მოკლედ, იაჰია დუმანი, პკკ-ას ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანთაგანს წარმოადგენდა



მსგავსი ინფორმაციები