ერდოღანი ხვალ ბაქოს მიემგზავრება

იგი მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეკრებაში

1365339
ერდოღანი ხვალ ბაქოს მიემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, თურქეთ-აზერბაიჯანის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-8 სხდომაში მონაწილეობის მიზნით, ხვალ, მორიგი  ვიზიტით ეწვევა აზერბაიჯანს. ამის შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების განყოფილებამ და მასში აღნიშნულია, რომ წინა შეხვედრების მსგავსად, რიგით მერვე შეხვედრაც ერდოღანისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის, ილჰამ ალიევის თავჯდომარეობით გაიმართება. ამ საბჭოზე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ყველა ასპექტები ახლიდან გადაიხედება და მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები, რათა ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ეს შეხვედრები ასევე ითვალისწინებს ურთიერთ აზრებისა და იდეების გაცვლას რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე. “ამავე ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერება სხვადასხვა ხელშეკრულებებსა და მემორანდუმს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“, აღნიშნულია კომუნიკაციების განყოფილებიდან გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები