ერდოღანმა მენემენ-ალიაღა-ჩანდარალის გზატკეცილი გახსნა

“ჩვენ იდლიბში, ჩვენი საგზაო რუკა შევადგინეთ“

1364424
ერდოღანმა მენემენ-ალიაღა-ჩანდარალის გზატკეცილი გახსნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა იზმირში, მენემენ-ალიაღა-ჩანდარალის გზატკეცილის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მათ, სირიის იდლიბის რეგიონისათვის საგზაო რუკა შეადგინეს. მისივე თქმით, მან გუშინ საღამოს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის პრემიერ მინისტრ ანგელა მერკელთან. "ყველანაირი შეფასებების შემდეგ, ჩვენ დავადგინეთ ჩვენი საგზაო რუკა. ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდაზეც ვართ. ჩვენ არ დავთმობთ გლობალური ძალაუფლების სცენარებს. ჩვენ გადავდგამთ უფრო მტკიცე და განსაზღვრულ ნაბიჯებს," განაცხადა ერდოღანმა და დაამატა: ”ყველა ბრძოლას, რომლების თავიდან აცილებას ვცდილობთ დღეს სირიაში, ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვაში და ზოგადად ჩვენს რეგიონში, ხვალ უფრო მძიმე შედეგებით შეიძლება დაგვიბრუნდეს.” მისივე თქმით, თურქეთის პოლიტიკა სირიასა და ლიბიაში, არც რაიმე საყმაწვილო თავგადასავალს წარმოადგენს და არც რაიმე თვითნებურ არჩევანს და საჭიროების შემთხვევაში, ანკარა, დასახული მიზნისკენ  მარტოდ მარტოც გადადგამს საჭირო ნაბიჯებს როგორც მოლაპარაკებების მაგიდაზე, ასევე საბრძოლო ველზეც



მსგავსი ინფორმაციები