ერდოღანი მაკრონს და მერკელს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს აქტუალური საკითხები

1363966
ერდოღანი მაკრონს და მერკელს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამმხრივი სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის პრემიერ მინისტრ ანგელა მერკელთან რა, საუბრის დროს ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა გერმანელ ხალხს, ქალაქ ჰანუაში გუშინწინ განხორციელებული რასისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო, ხოლო დაზარალებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვათ. სირიის იდლიბის რეგიონში შექმნილ კატასტროფულ ვითარებაზე საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ საჭიროა ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების თავდასხმების შეჩერება, რათა მტკიცე ჰუმანიტარული დახმარება აღმოეჩინოს რეგიონის დაზარალებულებს. “ერდოღანი ლიბიის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა განხორციელდეს ამ ქვეყანაში, რათა ისინიც ეღირსონ მშვიდობას, კეთილდღეობას და სტაბილურობას“, აღნიშნულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები