თურქეთმა შესაძლოა იდლიბში ახალი ოპერაცია დაიწყოს

თურქეთმა შესაძლოა იდლიბში ახალი ოპერაცია დაიწყოს

1362488
თურქეთმა შესაძლოა იდლიბში ახალი ოპერაცია დაიწყოს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში იდლიბის პროვინციაში ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ახალი სამხედრო ოპერაცია   დაიწყონ. ერდოღანმა ამის შესახებ,  პარლამენტში, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, იდლიბში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი მოსაგვარებლად რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. „იდლიბის საკითხთან დაკავშირებით  რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. სამწუხაროდ დღემდე სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. თვის ბოლომდე რეჟიმის ძალები სოჭში გაფორმებული მემორანდუმის საზღვრებში თუ არ დაიხევენ,  ჩვენი ჯარები  დაიწყებენ სრულმასშტაბიან შეტევას. რეგიონთან მიმართებაში ჩვენი მოკავშირეები, თურქეთის უსაფრთხოების საკითხს თუ არ დააკმაყოფილებენ, პრობლემას ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ რა,  ამას  ყოველთვის ღიად ვაცხადებთ. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ იდლიბის რეგიონი ასადისა და მისი მარიონეტების ხელში გადავიდეს“, განაცხადა ერდოღანმა.   



მსგავსი ინფორმაციები