ერდოღანი იდლიბის საკითხში უკან დახევას არ აპირებს

“ასადის რეჟიმმა ამ თვის ბოლომდე იდლიბი უნდა დატოვოს“

1360175
ერდოღანი იდლიბის საკითხში უკან დახევას არ აპირებს

პრეზიდენტი რ.თ, ერდოღანი გუშინ საღამოს სტამბოლში თავის პარტიელებს შეხვდა და მათთან საუბარში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თუ  ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი თებერვლის ბოლომდე, იდლიბის მიდამოებში შეთანხმებულ საზღვრებს არ დაუბრუნდება, მაშინ, საქმეში თურქეთი ჩაერევა და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. მისივე აზრით, სანამ რეჟიმის ძალები სოჭის შეთანხმებით გათვალისწინებულ საზღვრებს არ დაუბრუნდებიან, მანამდე იდლიბის პრობლემა მოუგვარებელი დარჩება და საჭიროების შემთხვევაში ანკარა აქ მარტოდ მარტო გადადგამს ნაბიჯებს. ”ამჟამად სირიაში ყველაზე აქტუალური და გადასაწყვეტი პრობლემა იდლიბის კრიზისია და იგი რომ მოგვარდეს, ამისათვის უპირველეს ყოვლისა ჯერ ასადის რეჟიმმა ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, შემდეგ კი, სოჭის შეთანხმებით გათვალისწინებულ საზღვრებს დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქმეს ჩვენი ძალებით თებერვლის ბოლომდე გავაკეთებთ. მოხარული ვიქნებით, თუ ამ საქმეში ჩვენი მეგობრები მხარდაჭერას აღმოგვიჩენენ, თუ არადა, ამ რთულ გზაზე ჩვენ მარტო ვივლით“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები