ერდოღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა
განიხილეს აქტუალური საკითხები
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, როლის დროსაც განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური საკითხები. ამავე ინფორმაციით, ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება სირიის იდლიბის პრობლემას დაუთმეს და აღნიშნეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის შეტევები იდლიბში მიუღებელია და საჭიროა აქ ცეცხლის შეწყვეტა და კრიზისის მიღებული შეთანხმებების ფარგლებში დაუყოვნებლივი მოგვარება. ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას ერდოღანმა და ტრამპმა განაცხადეს, რომ საჭიროა ახალი სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყება, რათა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 100 მილიარდ დოლარამდე გაზარდონ, რისთვისაც ორივე მხარეს დიდი პოტენციალი გააჩნია