ფაჰრეთთინ ალთუნმა თურქეთ-პაკისტანის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა

ფაჰრეთთინ ალთუნმა თურქეთ-პაკისტანის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა

1360005
ფაჰრეთთინ ალთუნმა თურქეთ-პაკისტანის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა  განაცხადა, რომ თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პაკისტანთან უსაფრთხოების,  ეკონომიკის და კულტურის სფეროში თანამშრომლობა სამომავლოდაც გააღრმავოს. ფაჰრეთთინ ალთუნმა   პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პაკისტანში განხორციელებულ ორ დღიან ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც პაკისტანელმა ძმებმა  საერთაშორისო ფორუმებზე ჩვენდამი გამოხატეს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2023 წლის მიზნების ფარგლებში 5 მილიარდ დოლარამდე ავიყვანოთ. თურქეთი და პაკისტანი ამჟამად როგორც თავდაცვის და ენერგეტიკის ასევე მრავალ სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. უახლოეს ხანებში ასევე გვსურს თურქეთის მოქალაქეებისადმი პაკისტანში ვიზების გამარტივების პროცესიც შემოვიღოთ. ასევე ლაჰორში მოქმედი  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი სხვა ქალაქებშიც გავხსნათ. ამ ქვეყანაში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტო (TİKA) მრავალ ღონისძიებას ახორციელებს. ეს ყველაფერი კი ჩვენს ქვეყნებს  კულტურის სფეროშიც მჭიდროდ დააკავშირებს, რაც ორივე ხალხებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“.

 



მსგავსი ინფორმაციები