ჰულუსი აქარი ბრიუსელში, ნატოს შეკრებაზე ჩავიდა

იგი ინგლისელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდა

ჰულუსი აქარი ბრიუსელში, ნატოს შეკრებაზე ჩავიდა
Florence Parly-Hulusi Akar.jpg
Hulusi Akar-Ben Wallace.jpg

 

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება, ცალ-ცალკე შეხვედრები ჰქონდა ჯერ  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესთან, შემდეგ კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ ფლორენს პარლისთან. ამ პირისპირი შეხვედრების დროს, მინისტრებმა განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე გაცვალეს ურთიერთ მოსაზრებები სამხედრო, უსაფრთხოების და თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობის საკითხებზე, ხოლო რეგიონულ პრობლემებზე საუბრისას ძირითადი ყურადღება დაუთმეს ლიბიასა და სირიის იდლიბის დეესკალაციის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. მათვე, იდლიბის რეგიონში ჰუმანიტარული ტრაგედიის დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზეც ისაუბრეს. “ანკარას სურს, რომ სირიაში ბოლო მოეღოს სისხლისღვრას, საბოლოო მშვიდობა დამყარდეს აქ და იძულებით გადაადგილებული მილიონობით ლტოლვილი დაუბრუნდეს საკუთარ კერებს“, აღნიშნა აქარმა ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებთან საუბარისას



მსგავსი ინფორმაციები