ერდოღანის ვიზიტი პაკისტანში გრძელდება

დღეს მას პრემიერი იმრან ხანი მიიღებს

1359439
ერდოღანის ვიზიტი პაკისტანში გრძელდება

პაკისტანში ვიზიტის მეორე დღეს, პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ამ ქვეყნის ეროვნული ასამბლეისა და სენატის ერთობლივ სხდომაზე და განაცხადა, რომ თურქეთი კვლავაც დაუჭერს მხარს პაკისტანს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისივე თქმით, თურქი ხალხი არასოდეს ივიწყებს პაკისტანელების მხარდაჭერას და ბრძოლას თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში. სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარის მიერ სირიის ჩრდილოეთში წარმოებული სამშვიდობო ოპერაციების წყალობით, ასადის რეჟიმის რისხვას გადაარჩინეს მილიონობით ადამიანი. "თურქეთის ძირითადი მიზანია ლიბიიდან დაწყებული იემენით დამთავრებული, ე.ი. ყველგან, სადაც კონფლიქტებია და სისხლი იღვრება, ბოლო მოეღოს ამ სისხლისღვრას და ცრემლებს.“ ერდოღანმა ამ გამოსვლაშიც მკაცრი რეაგირება მოახდინა ტრამპის ე.წ. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმაზე და თქვა: ”აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს შორის შეთანხმებული ეს გარიგება, რომელსაც "საუკუნის სამშვიდობო გეგმას“ უწოდებენ, არის იერუსალიმისა და პალესტინური მიწების ოკუპაციის გეგმა.“ პაკისტან-ინდოეთს შორის საკამათო ქაშმირის პრობლემაზე საუბრისას კი თურქმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ იგი შეიძლება მოგვარდეს არა კონფლიქტის ან ზეწოლის გზით, არამედ სამართლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე.” ამავე ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი დღეს შეუერთდება თურქეთ-პაკისტანის ბიზნეს ფორუმს, რის დასრულების კვალდაკვალ პირისპირი შეხვედრა ექნება პაკისტანის პრემიერ იმრან ხანთან და შეხვედრის დასრულების კვალდაკვალ ისინი ერთობლივ პრეს კონფერენციას გამართავენ



მსგავსი ინფორმაციები