ერდოღანი იმრან ხანმა მიიღო

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა

1359781
ერდოღანი იმრან ხანმა მიიღო
erdogan-imran han.jpg

რეჯეპ თაიპ ერდოღანის შეხვედრები პაკისტანში გრძელდება. იგი დღეს სიტყვით გამოვიდა პაკისტან-თურქეთის ბიზნეს ფორუმზეც და თქვა, რომ მათ სურთ პაკისტანთან სავაჭრო ბრუნვა ჯერ ერთ მილიარდ დოლარამდე, შემდეგ კი 5 მილიარდამდე გაზარდონ. მისივე თქმით, თურქეთის პირდაპირი ინვესტიციები პაკისტანში დღესდღეობით 500 მილიონი დოლარია, რაც შესაძლებლობების ქვეშაა. თურქმა პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ პაკისტანელ ხალხს, რატომღაც დასავლეთის ქვეყნებში მკურნალობა ურჩევნიათ, როცა მათთვის თურქეთი უფრო უკეთესი ვარიანტია. "თურქეთმა, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდ წარმატებებს მიაღწია. აქაური მომსახურება უფრო მაღალია, საავადმყოფოები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ფასებიც დასავლეთთან შედარებით საკმარისად იაფია. ამიტომ ჩვენს პაკისტანელ ძმებს ვურჩევთ, მკურნალობის ახალ მარშრუტად თურქეთი აირჩიონ“, განაცხადა ერდოღანმა. ბიზნეს ფორუმის დასრულების შემდეგ ერდოღანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა მიიღო და ეს პირისპირი შეხვედრა პრესისათვის დახურულ ფორმატში გაიმართა



მსგავსი ინფორმაციები