ფაჰრეთთინ ალთუნმა იდლიბის შესახებ განცხადება გააკეთა

ფაჰრეთთინ ალთუნმა იდლიბის შესახებ განცხადება გააკეთა

1358751
ფაჰრეთთინ ალთუნმა იდლიბის შესახებ განცხადება გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა  განაცხადა, რომ თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იდლიბში, თურქეთის მიერ  სადამკვირვებლო პუნქტებით კონტროლირებად ტერიტორიებიდან ასადის რეჟიმის ძალები თვის ბოლომდე  გაიყვანოს. ფაჰრეთთინ ალთუნმა   იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „100 ათასობით სამოქალაქოს ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან განთავსების უფლებას ვერ მივცემთ. სხვადასხვა პლატფორმებზე მიღწეული მემორანდუმების ფარგლებში ჩვენი მოპასუხეების მიმართ საკმარისად მომთმენი ვიყავით. იდლიბის დეესკალაციის ზონის მიუხედავად, ასადის რეჟიმის ძალები ჩვენს სამხედროებზე თავდასხმებს ახორციელებენ. სოჭის მემორანდუმის ფარგლებში თებერვლის თვის ბოლომდე რეჟიმის ძალების იდლიბში,  ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებიდან გაყვანაში მტკიცე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. საკითხთან დაკავშირებით მტკიცე განცხადება გააკეთა ჩვენმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. იმ შემთხვევაში თუ რეჟიმის ძალები ჩვენს სამხედროებზე მცირედი თავდასხმასაც კი განახორციელებენ, ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდებათ. სირიის მოსახლეობის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვისაც მნიშვნელოვანია“.



მსგავსი ინფორმაციები