პომპეომ პროთურქული განცხადება გაავრცელა

“ჩვენ ნატოს მოკავშირე თურქეთის გვერდით ვდგევართ“

1357735
პომპეომ პროთურქული განცხადება გაავრცელა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სოციალურ ქსელში შეაფასა რა სირიის იდლიბის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, თქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ  ნატოს მოკავშირე თურქეთს და მის გვერდით დგანან. მანვე სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს იდლიბში დაღუპული თურქი ჯარისკაცების გამო და აღნიშნა, რომ მოვლენების ადგილზე გაცნობისა  და თურქეთის მიერ სირიაში გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინირების მიზნით, ანკარას მიავლინეს აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ჯეიმს ჯეფრი. ”სამძიმარს ვუცხადებ იდლიბში ასადის რეჟიმის თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და თურქ ხალხს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოს მოკავშირე თურქეთს, ანკარის მხრიდან საპასუხო გადასადგმელი ნაბიჯების განხილვისა და კოორდინირების მიზნით ანკარაში მივავლინეთ ჯეიმს ჯეფრი," აღნიშნავს პომპეო და იქვე რუსეთს და ასადის რეჟიმს მოუწოდებთ, იდლიბში შეაჩერონ თავდასხმები



მსგავსი ინფორმაციები