ჯეიმს ჯეფრი ღამით ანკარაში ჩავიდა

ჯეიმს ჯეფრი ღამით ანკარაში ჩავიდა

1357672
ჯეიმს ჯეფრი ღამით ანკარაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სირიის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი და მისი დელეგაცია წუხელ დედაქალაქ ანკარაში ჩავიდნენ.

ჯეიმს ჯეფრიმ პრესის წარმომადგენლებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნატო-ში  მისი ქვეყნის მოკავშირე თურქეთის ჯარები დღეს იდლიბში რუსეთის და ასადის რეჟიმიდან გამომდინარე დიდი საფრთხის წინაშე არიან.

ჯეფრიმ იდლიბში 3 და 10 თებერვალს დაღუპული თურქი სამხედროების გამო სამძიმარი გამოთქვა და დაამატა: „ჩვენ გვსურს თურქეთის მთავრობასთან არსებული ვითარების განხილვა და (თურქეთისთვის) მაქსიმალური მხარდაჭერის გამოცხადება.“

ჯეიმს ჰეფრთან ერთან მყოფმა მისმა უფროსმა მრჩეველმა რიჩ აუტცენმა  აღნიშნა: ”აშშ მკაცრად გმობს დამასკოს რეჟიმის თავდასხმებს. ჩვენ გვინდა მაქსიმალური სოლიდარობა გვქონდეს. ამის გამო თურქ მოკავშირეებთან ახლო კონტაქტებს გავაგრძელებთ.“


საკვანძო სიტყვები: #ჯეიმს ჯეფრი , #სირია , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები