შეჰიდების სისხლი უკვალოდ არ გამქრალა

ასადის რეჟიმს მკაცრი საპასუხო დარტყმა მიეყენა

1356925
შეჰიდების სისხლი უკვალოდ არ გამქრალა

მას შემდეგ, რაც სირიის იდლიბის რეგიონში გუშინ დილით ასადის რეჟიმის ძალებმა საჰაერო შეტევა განახორციელეს თურქ ჯარისკაცებზე და 5 მათგანი შეჰიდი გახადეს და ამდენივე დაჭრეს, თურქეთის არმიამ მძლავრი საპასუხო დარტყმა მიაყენა რეჟიმის ძალებს და მიწასთან გაასწორა მისი 115 სამხედრო ობიექტი, ხოლო განეიტრალებულ იქნა101 ელემენტი. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეჟიმის ძალების მიერ თურქ ჯარისკაცებზე ორგანიზებულ თავდასხმას, ჩართულობისა და კანონიერი თავდაცვის წესების ფარგლებში, მყისიერი და ძლიერი საპასუხო დარტყმა მიაყენეს თურქმა სამხედრო ძალებმა და დიდ მატერიალურ ზიანთან ერთად, ასადის  101 ელემენტი გაანეიტრალეს. "ჩვენი შეჰიდებისა და დაჭრილების სისხლი უკვალოდ არ გამქრალა. მოძალადეების ყოველგვარი თავდასხმა თურქ ჯარისკაცებზე არასოდეს არ დარჩება უპასუხოდ, პირიქით ათმაგად ავანაზღაურებინებთ ყოველ ასეთ მუხანათურ თავდასხმას და მკაცრ პასუხს ვაგებინებთ მათ“, აღნიშნულია თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები