ერდოღანმა მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის თავდასხმები

“ეს თავდასხმები ძვირად დაუჯდა ასადის რეჟიმს“

1357496
ერდოღანმა მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის თავდასხმები

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეფასება მისცა რა ბაშარ ასადის რეჟიმის გუშინდელ თავდასხმას იდლიბში მოპატრულე თურქ სამხედროებზე, რომლის დროსაც 5 ჯარისკაცი დაიღუპა, თქვა, რომ ეს თავდასხმაც, როგორც გასული კვირისა, ძვირად დაუჯდა ასადის რეჟიმს. ”ჩვენ მყისიერი საჭირო რეაგირება მოვახდინეთ ამ თავდასხმაზე და რეჟიმის ძალებს მძიმე დანაკარგები განვაცდევინეთ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ჩვენ გავაგრძელებთ დიქტატორის რეჟიმზე დარტყმებს“, განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, სამართლიანობის და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხვალინდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრებს, რომლებიც უნდა გადადგან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.



მსგავსი ინფორმაციები