ჩავუშოღლუ: „ასადის რეჟიმის თავდასხმების შესაჩერებლად ყველა საჭირო ზომებს  მივმართავთ“

ჩავუშოღლუ: „ასადის რეჟიმის თავდასხმების შესაჩერებლად ყველა საჭირო ზომებს  მივმართავთ“

1357523
ჩავუშოღლუ: „ასადის რეჟიმის თავდასხმების შესაჩერებლად ყველა საჭირო ზომებს  მივმართავთ“

ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში იდლიბის პროვინციაში რეჟიმის თავდასხმების შესაჩერებლად ყველა საჭირო ზომებს მიმართავენ. ჩავუშოღლუმ მონტენეგროში ჟურნალისტებთან საუბრის დროს გუშინ, იდლიბში,  რეჟიმის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა, რა დროსაც 5 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, განაცხადა: „ჩვენს სამხედროებზე თავდასხმას ვინც გაბედავს, ამაზე პასუხს აუცილებლად ვაგებინებთ. მაგრამ, მთავარი ის გახლავთ, რომ  თავდასხმები შეწყდეს  და სირიაში კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების შესაძლებლობა გახდეს. რეგიონში საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სკოლებზე და სხვა მრავალ ობიექტებზე თავდასხმები ხორციელდება. ამ ყველაფრის შესაჩერებლად რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებთ. სირიაში რეჟიმის გარანტორმა ქვეყნებმა რუსეთმა და ირანმა ეს თავდასხმები უნდა შეაჩერონ. საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის რუს კოლეგა,  ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარსაც გამართავს.“



მსგავსი ინფორმაციები