თურქ ძალოვანებს 3 ქურთი ტერორისტი დანებდათ

ისინი სირიის ჩრდილოეთიდან გამოიქცნენ

1355474
თურქ ძალოვანებს 3 ქურთი ტერორისტი დანებდათ

 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე შანლიურფას ოლქის სურუჩის რაიონში უსაფრთხოების ძალებს დანებდა კიდევ 3 ქურთი ტერორისტი. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, სირიის აინელ არაბის (ქობანი) რეგიონიდან გამოქცეულმა ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK/YPG–ს სამმა წევრმა, არალეგალური გზებით გადმოკვეთეს რა თურქეთის საზღვარი, იარაღიანად ჩაბარდნენ საზღვრების დამცავ თურქ ძალოვანებს. ამავე ინფორმაციით, დაკავებული ტერორისტები, სამედიცინო კონტროლის შემდეგ, საოლქო ჟანდარმერიის სარდლობაში გადაიყვანეს



მსგავსი ინფორმაციები