თსი-მა მოსახლეობის რეგისტრაციის შედეგები გამოაქვეყნა

თურქეთის მოსახლეობა 83,1 მილიონი გახდა

1352993
თსი-მა მოსახლეობის რეგისტრაციის შედეგები გამოაქვეყნა

 

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა, “მისამართზე დაფუძნებული მოსახლეობის რეგისტრაციის“ 2019 წლის  შედეგები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს, წინა, 2018 წელთან შედარებით 1 მლნ 151 ათასი კაცით მოიმატა და 83 მილიონ 155 ათასს მიაღწია. ამავე სტატისტიკით, აქედან 41 მილიონი 722 ათასი, ე.ი. მოსახლეობის 50.2% მამაკაცია, ხოლო დანარჩენი 41 მილიონი 434 ათასი, ე.ი. 49.8 პროცენტი კი ქალია. ამავე ინფორმაციით, საოლქო და რაიონულ ცენტრებში მაცხოვრებლების პროპორცია 2018 წელს 92.3 პროცენტიდან, 2019 წელს 92.8 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო დაბებში და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პროპორცია კი შემცირდა 7.2 პროცენტამდე.



მსგავსი ინფორმაციები