ერდოღანმა და ზელინსკიმ პრეს-კონფერენცია გამართეს

“იდლიბში დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა“

1352619
ერდოღანმა და ზელინსკიმ პრეს-კონფერენცია გამართეს

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, თავის უკრაინელ კოლეგა ვლადიმერ ზელენსკისთან ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა და მწუხარებით აღნიშნა, რომ სირიის იდლიბის რეგიონში, ესადის რეჟიმის ძალების მიერ თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა და აქედან 5 სამხედრო და 3 სამოქალაქო პირია. "იდლიბში მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მძიმდება. რეჟიმის თავდასხმებზე სამწუხაროდ რუსეთი არ რეაგირებს, რაც იწვევს იდლიბიდან თურქეთის საზღვრებისკენ ლტოლვილების ახალ-ახალ ნაკადებს და ამჟამად დაახლოებით 1 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი უკვე მიუახლოვდა ჩვენს საზღვრებს, რაც დამატებით პრობლემებს შეგვიქმნის“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ საპასუხო დარტყმებით თურქეთის არმია რეჟიმის ძალებს დიდ დანაკარგებს აძლევს. თურქმა პრეზიდენტმა ორ დღიანი ვიზიტი უკრაინაში დაასრულა და წუზელ სამშობლოში დაბრუნდა



მსგავსი ინფორმაციები