პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა

პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

1352376
პრეზიდენტი ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთ-უკრაინის უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს მერვე შეხვედრის გამო უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ერდოღანს დედაქალაქ კიევში უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ ზელენსკი ოფიციალური ცერემონიით დახვდა, რის შემდეგაც ლიდერებს შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტთან ერთად კიევში ასევე გაემგზავრნენ იუსტიციის მინისტრი აბდულაჰმით გიული, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის ბერათ ალბაირაქი, ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთინ ალთუნი, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი.   

ორმხრივი და რეგიონალური საკითხები დეტალურად იქნება განხილული დედაქალაქ კიევში შესაბამისი მინისტრები მონაწილეობით, პრეზიდენტების ერდოღანისა და ზელენსკის თავმჯდომარეობით გასამართ საბჭოს სხდომაზე.

ვიზიტის დროს მხარეები ყირიმელი თათრების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებენ, ასევე შეფასდება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

პრეზიდენტი ერდოღანის და უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკი თურქეთ-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე საქმოსნებთან შეხვედრაცაა გათვალისწინებული.



მსგავსი ინფორმაციები