ომერ ჩელიქმა უარყო მოსკოვის პრეტენზია

“თურქეთმა რუსეთს, იდლიბში ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“

1352391
ომერ ჩელიქმა უარყო მოსკოვის პრეტენზია

თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრეს წარმომადგენელმა ომერ ჩელიქმა, რუსეთის განცხადებას, "თითქოსდა ანკარამ იდლიბში ჩატარებული ოპერაციის შესახებ მოსკოვს არ ამცნო“, უარყო. სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშზე  გავრცელებულ მესიჯში ომერ ჩელიქი აღნიშნავს: ”განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი არ იყო ინფორმირებული, არ არის სწორი. თურქეთი, რუსეთს  უზრუნველყოფს რეგულარული და მყისიერი ინფორმაციებით. ასეთივე ინფორმაცია მივაწოდეთ მოსკოვს ბოლო ოპერაციის შესახებაც. ამიტომაც, იმის თქმა და პრეტენზია რომ ანკარამ მოსკოვს ინფორმაცია არ მისცა, არ არის სწორი, რადგან, ორ ქვეყანას შორის არსებული მექანიზმი ბოლო ოპერაციის დროსაც მუშაობდა." რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ ესადის რეჟიმის თავდასხმას იდლიბში 6 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ამის მიზეზი გახდა ის, რომ ანკარამ იდლიბში განხორციელებული ბოლო ოპერაციის შესახებ მოსკოვს რაიმე ინფორმაცია არ მისცა და ესადის რეჟიმმაც თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმა განახორციელა

 



მსგავსი ინფორმაციები