უხანიდან ევაკუირებულები კარანტინზე აიყვანეს

ისინი 2 კვირის განმავლობაში ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან

1351469
უხანიდან ევაკუირებულები კარანტინზე აიყვანეს
fahrettin koca.jpg
cin tahliye Turk yolcular2.jpg
cin tahliye Turk yolcular1.jpg

 

ჩინეთის ქალაქ უხანიდან აფრენილი თურქეთის შეიარაღებული ძალების სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი, რომელმაც ევაკუირება გაუკეთა ამ ქალაქში მცხოვრებ თურქებს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, წუხელ, 33-საათიანი მოგზაურობის შემდეგ, თურქეთის დროით 21 საათზე, ანკარის ეთიმესკუთის სამხედრო აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავის ეკიპაჟს და ევაკუირებულებს, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეტტინ ქოჯა დახვდათ, რომელმაც განაცხადა, რომ უხანიდან  ჩამოყვანილ 42 მოქალაქეს შორის არც ერთს არ აღმოაჩნდაკორონავირუსით დაავადების ნიშნები. მისივე თქმით, 42 ევაკუირებულს შორის 32 თურქეთის მოქალაქეა, 6 აზერბაიჯანის, 3 საქართველოს და ერთიც ალბანეთის. ყველა ჩამოყვანილი დედაქალაქის ერთ ერთი საავადმყოფოში სპეციალურად გახსნილ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ისინი კარანტინში დარჩებიან ორი კვირის განმავლობაში და ჩაუტარდებათ ყველანაირი სამედიცინო კვლევები



მსგავსი ინფორმაციები