იბრაჰიმ ქალინსა და  რობერტ ობრაიენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

იბრაჰიმ ქალინსა და  რობერტ ობრაიენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1350545
იბრაჰიმ ქალინსა და  რობერტ ობრაიენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ  იბრაჰიმ ქალინსა და  აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველ უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციით, ქალინმა და ობრაიენმა სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, თურქეთ-აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვის 100 მილიარდ დოლარამდე აყვანის თემა, ლიბიის და სირიის საკითხები განიხილეს. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ამერიკის მთავრობის მხრიდან, ისრაელ-პალესტინას შორის არსებული პრობლემის  მოგვარების მიზნით გავრცელებული ე.წ. „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ თურქეთის პოზიციაც გააცნო, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანკარა პრობლემის,  1967 წლის საზღვრების ფარგლებში ორ სახელმწიფოიანი ფორმატში მოგვარებას უჭერს მხარს. ქალინმა სატელეფონო საუბრის დროს,  რობერტ ობრაიენს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ თურქეთი, პალესტინელი ხალხის მიერ მიუღებელ არანაირ შეთავაზებას არ დაუჭერს მხარს.  



მსგავსი ინფორმაციები