ქალინმაც შეფასება მისცა ტრამპის სამშვიდობო გეგმას

“ეს გეგმა უგულებელყოფს პალესტინელი ხალხის არსებობას და ისტორიას“

1349623
ქალინმაც შეფასება მისცა ტრამპის სამშვიდობო გეგმას

 

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა შეფასება მისცა რა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ პალესტინა-ისრაელის საკითხზე წარმოდგენილ ე.წ. სამშვიდობო გეგმას, თქვა: ”ჩვენ უარვყოფთ ამ ცალმხრივ გეგმას, რომელიც უგულებელყოფს პალესტინელი ხალხის უფლებებს და საერთაშორისო სამართალს.” ქალინმა წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციამ გამოაცხადა პალესტინა-ისრაელის საკითხზე, ახალი საოკუპაციო გეგმაა, რომელიც უგულებელყოფს პალესტინელი ხალხის არსებობას და ისტორიას. "როგორც პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, იერუსალიმი არის ჩვენი წითელი ხაზი და პალესტინური მიწები გასაყიდად არ არის გამოტანილი. თუ პალესტინაში სამართლიანობა არ დამყარდება, მაშინ, ახლო აღმოსავლეთში მუდმივ მშვიდობას ვერ მიაღწევთ. შეუძლებელია ამ უსამართლო გეგმის გადარჩენა. რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ისრაელის საოკუპაციო პოლიტიკა უნდა დასრულდეს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უარყოს ეს უკანონობა, რომელიც გამორიცხავს პრობლემის ორ სახელმწიფოებრიობის ფარგლებში გადაწყვეტას და ამასთან მიზნად ისახავს ოკუპაციის მარადიულობას. თურქეთი, გააგრძელებს პალესტინის სამართლიანი დავისადმი მხარდაჭერას ", ხაზგასმულია ქალინის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები