ანკარამ მწვავე რეაგირება მოახდინა ტრამპის გეგმაზე

“საუკუნის შეთანხმება“ მკვდარი დაიბადა.

1349215
ანკარამ მწვავე რეაგირება მოახდინა ტრამპის გეგმაზე

 

ოფიციალური ანკარის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან პალესტინა-ისრაელის საკითხის მოგვარების მიზნით წარმოდგენილი ე.წ. “საუკუნის შეთანხმება“ მკვდარი დაიბადა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: ”ეს გეგმა არის ანექსიის გეგმა, რომლის მიზანია პრობლემის ორ სახელმწიფოებრიობის პრინციპზე გადაწყვეტის მოკვლა და პალესტინის მიწების წართმევა. პალესტინელი ხალხის და მათი მიწების ფულით ყიდვა შეუძლებელია.” ამავე განცხადებით, იერუსალიმი, თურქეთისათვის წითელ ხაზს წარმოადგენს, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. "ისრაელის ოკუპაციისა და ჩაგვრა-შევიწროების ლეგიტიმაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს ჩვენ არ დავუშვებთ. თურქეთი ყოველთვის იდგმება მოძმე პალესტინელი ხალხის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პალესტინის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი პალესტინის შექმნისათვის. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს რაიმე გეგმას, რომელსაც  არ მიიღებს პალესტინა. სანამ ახლო აღმოსავლეთში საოკუპაციო პოლიტიკა არ შეწყდება, მანამ მშვიდობა არ დაისადგურებს აქ“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი ისრაელის "განუყოფელ" დედაქალაქად ითვლება, ხოლო ამის პარალელურად ეს გეგმა პალესტინელებისთვის ბოლო შანსს წარმოადგენს



მსგავსი ინფორმაციები