მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

ელაზიღში პარასკევს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

1347815
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა
elazığ deprem 2.jpg
elazığ deprem 1.jpg

ელაზიღში პარასკევს თურქეთის დროით 20.55 საათზე მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრიც სივრიჯეს რაიონში მდებარეობდა, დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა.

მიწისძვრის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) განცხადებით, მიწისძვრის შემდეგ საავადმყოფოებში გადაყვანილი 1607 ადამიანიდან 1515 უკვე გაწერილია.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს კოორდინაციით ჩატარებული სამუშაოებით ამ დრომდე ნანგრევებიდან ცოცხალი 45 ადამიანი გამოიყვანეს, რეგიონში სულ 23 ათას 507 საოჯახო კარავი, 400 ზოგადი დანიშნულების კარავი, 2 ათასი 354 გამათბობელი, 6 ათასი 436 ყუთი საკვები გაგზავნეს.

მიწისძვრის ზონაში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის მინისტრი მურათ ქუმრუ, რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი ალი ერბაში.

ამავდროულად, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) თავმჯდომარემ ქემალ ქილიჩდაროღლუმ ელაზიღის მიწისძვრის შემდეგ არსებული სოლიდარობა შეაქო და განაცხადა: ”თურქმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისინი ერთად არიან ჭირშიც და ლხინშიც.”

პარტია İYİ- ს თავმჯდომარე მერალ აქშენერი ელაზიღის მიწისძვრის შემდეგ რეგიონში ჩავიდა.

აქშენერმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დასძინა: ”ჩვენ ამ ჭრილობებს ერთად განვკურნავთ.”


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ელაზიღი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები