თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მრავლად არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც

1347082
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ელაზიღის ოლქის სივრიჯეს რაიონში წუხელ, თურქეთის დროით 20.55 საათზე, რიხტერის შკალით   6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც პირველადი ცნობებით 22 კაცი ემსხვერპლა, 1031-ზე მეტი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ექვსი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წამს გაგრძელდა რა, იგი იგრძნეს ადანაში, ჰატაიში, თუნჯელში, გაზიანთეპში, შანლიურფაში, მალატიაში, მარდინში, სამსუნში, ტოკატში, ჩორუმში, მარდინში, კეისერში და სირიის ჩრდილოეთში. მიწისძვრის კვალდაკვალ ელაზიღში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრი მურატ ქურუმი და ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეტტინ ქოჯა, რომლებმაც ადგილზე მობილიზება გაუკეთეს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის, ეროვნული სამაშველო ჯგუფების, სახანძრო ბრიგადების, სამედიცინო ჯგუფების და დახმარების სხვა ეკიპაჟებს. პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გავრცელებულ მესიჯში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვათ



მსგავსი ინფორმაციები