მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

დაზარალებულ რეგიონს ეწვია ერდოღანი

1347317
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ელაზიღის ოლქის სივრიჯეს რაიონში წუხელ, თურქეთის დროით 20.55 საათზე  6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 22 კაცი ემსხვერპლა, 1243-ზე მეტი დაშავდა, 43 კაცი მაშველებმა იხსნეს, ხოლო ნანგრევებ ქვეშ დარჩენილი 18 კაცის გამოხსნითი სამუსაოები კი გრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი ექვსი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წამს გაგრძელდა რა, იგი იგრძნეს ადანაში, ჰატაიში, თუნჯელში, გაზიანთეპში, შანლიურფაში, მალატიაში, მარდინში, სამსუნში, ტოკატში, ჩორუმში, მარდინში, კეისერში და სირიის ჩრდილოეთში. მიწისძვრის კვალდაკვალ ელაზიღში დილით ადრე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრი მურატ ქურუმი და ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეტტინ ქოჯა, რომლებმაც ადგილზე მობილიზება გაუკეთეს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის, ეროვნული სამაშველო ჯგუფების, სახანძრო ბრიგადების, სამედიცინო ჯგუფების და დახმარების სხვა ეკიპაჟებს. პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გავრცელებულ მესიჯში დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვათ. საღამოს საათებში დაზარალებულ რეგიონს ეწვია ერდოღანი და ადგილზე ეცნობა ვითარებას



მსგავსი ინფორმაციები