მევლუთ ჩავუშოღლუ ნეჩირვან ბარზანის შეხვდა

მევლუთ ჩავუშოღლუ ნეჩირვან ბარზანის შეხვდა

1345005
მევლუთ ჩავუშოღლუ ნეჩირვან ბარზანის შეხვდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  მევლუთ ჩავუშოღლუ,  შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში,  ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერ ნეჩირვან ბარზანის  შეხვდა. პრესისათვის დახურული შეხვედრის შედმეგ მინისტრმა ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის მოსაგვარებლად ერაყთან გამუდმებით დიალოგს აწარმოებს და თანადგომას უცხადებს. თურქი მინისტრი თავის განცხადებაში იმაზეც ამახვილებს ყურადღებას,  რომ ანკარა, ერაყში არსებული დაძაბულობის მოსაგვარებლად და სტაბილურობის დროულად დასამყარებლად ამ ქვეყანას ყველანაირ თანადგომას უწევს რა, ასე გააგრძელებს სამომავლოდაც.



მსგავსი ინფორმაციები