ჩავუშოღლუ დავოსშია

“ანკარა დაიცავს ჩკთრ-ის უფლებებს“

1344698
ჩავუშოღლუ დავოსშია

 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ერთ-ერთ კერძო სატელევიზიო არხში გამოვიდა და თქვა, რომ თურქეთი და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ყოველთვის დაიცავენ თავიანთ უფლებებს. იგი ხსენებულ რეგიონში ნახშირწყალბადების კვლევის საქმიანობაზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: "ჩვენი საბურღი სამუშაოები ორ ადგილას გრძელდება. პირველი არის კონტინენტურ შელფში არსებული ტერიტორიები, რომელიც ჩკთრ-ს ეჯუთვნის და აქ ლიცენზიაც გაგვაჩნია. ამ ადგილის მიმართ არავის არ აქვს ჩვენს მიმართ რაიმე პრეტენზია, რადგან მასზე ყველანაირი უფლებები კვიპროსელ თურქებს გააჩნიათ. რაც შეეხება მეორე ადგილს, ჩვენმა საბურღმა გემმა დაასრულა სამუშაოები კარპაზის სამხრეთით და მივიდა მე-8 ნაკვეთამდე. ეს ის ადგილებია, სადაც ბერძნულ მხარეს აქვს ლიცენზია. ჩვენ მზად ვართ აქ ვითანამშრომლოთ. ჩვენ არავის უფლებას არ მივცემთ კვიპროსელი თურქების ლუკმის შეჭმას. ასე რომ, ჩვენ სამუშაო ადგილზეც ვართ და მოლაპარაკებების მაგიდაზეც. "განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ევროკავშირის მხრიდან გათამამებული სამხრეთ კვიპროსი, ანკარისა და ჩკთრ-ის პრეტენზიების მიუხედავად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ცალმხრივი ბურღვის საქმიანობებს აგრძელებს



მსგავსი ინფორმაციები