პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბერლინის სამიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბერლინის სამიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

1343856
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბერლინის სამიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ბერლინის სამიტი ლიბიაში შეტაკებების შეწყვეტის და საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი  შესაძლებლობაა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეფექტურმა და მრავალმხრივმა დიპლომატიამ თურქეთი პროცესის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ აქცია.    

ქალინმა Twitter-ით ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის და პოლიტიკური პროცესის დაწყების მიზნით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ სამიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ბერლინის სამიტი ლიბიაში შეტაკებების შეწყვეტის და საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ჩვენი პრეზიდენტის ეფექტურმა და მრავალმხრივმა დიპლომატიამ თურქეთი პროცესის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ აქცია. თურქეთი მარიონეტული ომების წინააღმდეგ კონსტრუქციული და მშვიდობიანი პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს.“  



მსგავსი ინფორმაციები