ერდოღანი ბერლინს გაემგზავრა

მან აეროპორტში პრეს-კონფერენცია გამართა

1343307
ერდოღანი ბერლინს გაემგზავრა

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გერმანიაში გამგზავრების წინ, სადაც მონაწილეობას მიიღებს ლიბიის კონფერენციაში, პრეს-კონფერენცია გამართა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში და იმედი გამოთქვა, რომ ლიბიაში დამყარებული ზავით და ბერლინის სამიტის მიერ წარმოშობილი მშვიდობის იმედები, არ უნდა შეეწიროს სისხლითა და ქაოსით მოვაჭრეების ვნებებს. ”სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ არ აჩვენა აუცილებელი რეაქცია და არ დაგმო მეამბოხე გენერლის, ხალიფა ჰაფტერის დაუფიქრებელი თავდასხმები ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზეც და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების ოკუპაციაზეც. მხოლოდ თურქეთი აჩვენებს საჭირო ქმედებებს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე დიპლომატიაში, რათა ლიბიაში მშვიდობა დამყარდეს", განაცხადა ერდოღანმა. მისივე აზრით, პუტჩისტი ჰაფტერისა და მისი მომხრეების ქმედებები, რომლებმაც საჯაროდ დაარღვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, დიდი ხანი იქნა  იგნორირებული დასავლეთის მხრიდან და მათ თვალები დაუხუჭეს გენერლის ზღვარ გადაცილებულ თავდასხმებს და ოკუპაციურ ქმედებებს. პრეზიდენტმა პუტჩისტი ჰაფტერის საბერძნეთში ვიზიტიც შეაფასა და თქვა: ”საბერძნეთი სერიოზულ დისკომფორტს განიცდის, რადგან ის არ არის მიწვეული გერმანიაში დაგეგმილ ლიბიის კონფერენციაში. ათენი ძალიან დაიბოღმა ასევე  ლიბიასა და თურქეთს შორის ხელმოწერილი საზღვაო შეთანხმების გამოც. ჰაფტერის საბერძნეთში ვიზიტს არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს ჩვენთვის. საბერძნეთი აკეთებს არასწორ არჩევანს.”



მსგავსი ინფორმაციები