ერდოღან-პუტინს შორის ბერლინში პირისპირი შეხვედრა შესდგა

განიხილეს ლიბიის საკითხი

ერდოღან-პუტინს შორის ბერლინში პირისპირი შეხვედრა შესდგა

 

ბერლინში, ლიბიის კონფერენციაზე მყოფი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი თავის რუს კოლეგა  ვლადიმერ პუტინს შეხვდა რა, ლიბიის საკითხი განიხილეს. შეხვედრის დაწყების წინ გავრცელებულ განცხადებაში ერდოღანმა თქვა, რომ ბერლინის კონფერენციამ უნდა უზრუნველყოს ლიბიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება და ამ მიზნით უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ პროცესს უნდა დაუბრუნდნენ, ხოლო მის ფარგლებში კი მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის საკითხში. "ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ დაგვეთანხმებინა ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ფეიზ ელ სერაჯი. ამის ნაყოფს კი ალბათა ამ კონფერენციაზე მივიღებთ. პოლიტიკური პროცესის განხორციელებისთვის საჭიროა, რომ მეამბოხე ჰაფტერის აგრესიული პოზიცია დასრულდეს," განაცხადა ერდოღანმა. პუტინმა კი თქვა: "ჩვენ შევისწავლეთ ორივე მხარისათვის საერთო პოზიციების პოვნა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე და ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯებიც გადავდგით. სტამბოლში ვიზიტისას, დავების მხარეებს პირადად მე დავურეკე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ვფიქრობ, რომ ლიბიის დაპირისპირებული მხარეების მოსკოვში ჩამოსვლაც კი  წარმატებას წარმოადგენს. ამიტომ მადლობას ვუხდით ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროებს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მხარე არ იღებს შედგენილ ერთობლივ დეკლარაციას, ეს მაინც წარმატებაა."



მსგავსი ინფორმაციები