რაჰშან ეჯევითი გარდაიცვალა

რაჰშან ეჯევითი გარდაიცვალა

რაჰშან ეჯევითი გარდაიცვალა

თურქეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, პოლიტიკოსის, მწერლის და ჟურნალისტის ბულენთ ეჯევითის მეუღლე და დემოკრატიული მემარცხენე პარტიის (DSP) დამაარსებელი და პირველი თავჯდომარე რაჰშან ეჯევითი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი, 2019 წლის 26 დეკემბრიდან მოყოლებული ანკარაში, გულჰანეს სამეცნიერო და კვლევით საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. რაჰშან ეჯევითის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა,  მთავრობის და პარტიების  წარმომადგენლებმა სამძიმრის წერილები გაავრცელეს. სამძიმრის წერილი გაავრცელა ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ერსინ თათარმაც.



მსგავსი ინფორმაციები