პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოცემა  „პოლიტიკო“-ში სტატია გამოაქვეყნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოცემა  „პოლიტიკო“-ში სტატია გამოაქვეყნა

1343081
პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოცემა  „პოლიტიკო“-ში სტატია გამოაქვეყნა

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ლიბიაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა, თურქეთში გადის. პრეზიდენტმა ერდოღანმა ბერლინში გასამართი ლიბიის კონფერენციის წინ,  ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“-ში სტატია გამოაქვეყნა. „ლიბიაში დაახლოებით 10 წელია   სისხლიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მაგრამ, საერთაშორისო საზოგადოებამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულებები არ შეასრულა  რა, მშვიდობას და სტაბილურობას ხელი არ შეუწყო. დღეს სწორედ ამ უპასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ. გაეროს მიერ აღიარებული ლეგიტიმური მთავრობა, უკვე წლებია  ხუნტა,  ხალიფა  ხაფთარის თავდასხმებს ებრძვის. იგი, ქვეყანაში ხუნტის განხორციელებას შეეცადა. ხუნტა,  ხალიფა  ხაფთარს კი ანტი-დემოკრატი ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები უჭერენ მხარს. ლიბიის კრიზისთან მიმართებაში უმოქმედოდ დარჩენილი ევროპის გამო, ქვეყანა დანაწევრების პირას მივიდა. ხვალ, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლიბიის საკითხთან დაკავშირებით კონფერენცია უნდა გაიმართოს, მაგრამ საფრანგეთი ხუნტა,  ხალიფა  ხაფთარს უჭერს მხარს. უპირველეს ყოვლისა, ევროპამ, ლიბიის  საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობას უნდა გამოუცხადოს მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ევროპის ღირებულებებსაც დაარღვევენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ლიბიაში გადატრიალება განხორციელდება, ევროპას ახალი პრობლემები და  საფრთხეები შეექმნება რა, მათ ეს არ უნდა დაავიწყდეთ. 

სირიაში და ერაყში დამარცხებულმა  ტერ-ორგანიზაციებმა,  დაეშ-მა და ალ-ქაიდამ, შესაძლოა ლიბიაში არსებული მდგომარეობა გამოიყენონ და ხელმეორედ გამოცოცხლდნენ. როგორც ცნობილია, ხალიფა  ხაფთარის მხარდასაჭერად ხსენებული ტერ-ორგანიზაციების წევრებიც იბრძვიან, ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ. ლიბიის სამოქალაქო ომი, ევროკავშირისათვის შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი  ლაკმუსის ქაღალდია. ევროპელი ლიდერები ნეტა, ლიბიაში ახალი თავდასხმების წინააღმდეგ გამოვლენ, თუ სირიაში მიმდინარე მოვლენების მიმართ გამოყენებულ დუმილის უფლებას კიდევ გამოიყენებენ? მინდა მოვუწოდო მათ, რომ ადამიანის უფლებებისათვის, საერთაშორისო სამართლის და დემოკრატიის ღირებულებების პატივსაცემად თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულეთ.  ევროკავშირმა კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, რომ მას საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. სწორედ ამის ფარგლებში მინდა ვისურვო, რომ ბერლინის კონფერენცია, მშვიდობის კონფერენციად გადაიქცევა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მეორეს მხრივ ევროპელმა ლიდერებმა უფრო ნაკლები უნდა ილაპარაკონ და უფრო მეტი საქმე აკეთონ. თურქეთი, ლიბიაში საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობას უჭერდა მხარს და ასე გააგრძელებს მომავალშიც. ამ თვალსაზრისით, ჩვენსა და ლიბიას შორის გაფორმებული უსაფრთხოების და სამხედრო მემორანდუმი, სწორედ რომ ხუნტის განხორციელების მსურველების წინააღმდეგ, ლეგიტიმურ მთავრობის დაცვას ემსახურება. ევროპა ამჟამად ერთგვარ გზაჯვარედინზეა. ევროპამ დასახული მიზნების მისაღწევად,  დიდი ხნის მეგობარ და მოკავშირე თურქეთს უნდა ენდოს“,  აცხადებს ერდოღანი თავის სტატიაში.



მსგავსი ინფორმაციები