პრეზიდენტმა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
პრეზიდენტმა ერდოღანმა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა

პრეზიდენტმა ერდოღანმა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
პრეზიდენტმა სირიაში რეჟიმის ძალების მიერ იდლიბზე თავდასხმასთან დაკავშირებით აღნიშნა:“ ეს აშკარა დასტურია იმისა, რომ რეჟიმი არ ემორჩილება ცეცხლის შეწყვეტის. კვირას ბერლინში ვიქნებით. ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ პუტინთან. იდლიბში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია.“
ერდოღანმა სირიაში თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სამი თურქი სამხედრო დაიღუპა, განაცხადა: „ჩვენ ამას უპასუხოდ დატოვება არ შეგვიძლია. ჩვენ ამის საფასურს მძიმედ გადავახდევინებთ. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინი, როგორც ჩანს ლიბიაზეა ორიენტირებული, ლიბიის საკითხის დღის წესრიგში ჩაყენებას ვფიქრობ.“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის და ბერლინში გასამართი კონფერენციის შესახებ დასძინა: „ეს ადამიანი (გენერალი ჰალიფე ჰაფტერი, ლიბიის შეიარაღებული ფორმირების ლიდერი) არ არის სანდო ადამიანი. მათ გააგრძელეს ტრიპოლის დაბომბვა. ამას ნათლად დავინახავთ ბერლინში. იმედი მაქვს, რომ ისინი დაპირებებს შეასრულებენ.“
პრეზიდენტმა ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 8 იანვარს ლიბიის ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ეროვნული თანხმობის მთავრობისა და ჰაფტერის ძალების თანხმობით 12 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კვირას, 19 იანვარს, ბერლინში გასამართ ლიბიის კონფერენციაზე სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურები მიიწვია.
მსგავსი ინფორმაციები

რეჯეფ თაიფ ერდოღან-ანვარ იბრაჰიმის ერთობლივი პრესკონფერენცია
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ანვარ იბრაჰიმის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“
ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“