იაშარ გიულერი მარკ მილის შეხვდა

იაშარ გიულერი მარკ მილის შეხვდა

1341159
იაშარ გიულერი მარკ მილის შეხვდა

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი იაშარ გიულერი, ნატო-ს წევრი ქვეყნების გენშტაბის უფროსების შეხვედრაზე, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმართება,  თავის ამერიკელ კოლეგა, მარკ მილის შეხვდა. საკითხთან დაკავშირებით,  აშშ-ის არმიის შტაბის  პრესსპიკერმა პოლკოვნიკ,  დედე ჰალფილიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ ბრიუსელში თავის თურქ კოლეგა გენერალ, იაშარ გიულერთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სირიის უსაფრთხოების საკითხი და რეგიონში თურქეთ-ამერიკის თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს. მარკ მილიმ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ ამერიკა, თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“.  შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების გენშტაბის უფროსების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელის  მთავარი განსახილველი თემა, ალიანსის თავდაცვისა და შემაკავებელი შესაძლებლობები გახლავთ.



მსგავსი ინფორმაციები