ერდოღანმა ლიბიის აჯანყებული  გენერლის  ქმედება შეაფასა

ერდოღანი: „ხაფტარი მოსკოვიდან გაიქცა“

ერდოღანმა ლიბიის აჯანყებული  გენერლის  ქმედება შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლიბიის აჯანყებულმა გენერალმა, ხალიფა ჰაფტარმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოწერის გარეშე გუშინ მოსკოვიდან გაიქცა. პრეზიდენტმა ამის შესახებ დღეს, პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ფრაქციის სხდომაზე  გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანმა ხალიფა ჰაფტარის ეს ქმედება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა: „თურქეთს რეაგირება, რომ არ მოეხდინა, დღეისათვის აჯანყებულ ხალიფა ჰაფტარს შეიძლება მთელი ლიბია დაპყრობილი ჰქონოდა და ლიბიელი ხალხი ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მომზადებულ ტექსტთან მიმართებაში,   ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულმა  მთავრობამ  შემრიგებლური დამოკიდებულება გამოავლინა. ამ ყველაფრის მიუხედავად აჯანყებულმა ჰაფტარმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. ჯერ დათანხმდა, შემდეგ კი მოსკოვი ხელმოწერის გარეშე დატოვა - გაიქცა. ჩვენ,  ჩვენზე დაკისრებული ვალდებულება შევასრულეთ. ამის შემდგომი პროცესი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის გუნდს ეხება. ჩვენ ნათქვამ სიტყვას არასოდეს უარყოფთ. ჰაფტარის მიერ წამოყენებული პირობები,  მის ნამდვილ სახეს ცხადყოფს. გუშინ მოსკოვში გამართული შეხვედრა ჰაფტარის ნამდვილი სახის გამოვლენისათვის კარგი მაგალითი იყო. მომდევნო დღეებში ჰაფტარის ძალებსა და ლეგიტიმურ მთავრობას შორის განვითარებულ მოვლენებს ახლოდან დავაკვირდებით. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგება ლიბიელი  ხალხის და ლეგიტიმური მთავრობის გვერდით.“



მსგავსი ინფორმაციები