ერდოღანმა და პუტინმა მორე პირისპირი შეხვედრა გამართეს

განიხილეს აქტუალური საკითხები

1337258
ერდოღანმა და პუტინმა მორე პირისპირი შეხვედრა გამართეს
putin-erdogan bakanlar toplanti.jpg

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, “თურქული ნაკადის“ ბუნებრივი გაზსადენის გახსნამდე პირისპირი შეხვედრა გამართეს, რომელმაც 1.45 საათი გასტანა და ძირითადად ირან აშშ-ის დაძაბულობას, ასევე ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებს დაუთმეს ყურადღება. რუსული გაზის თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მილსადენის ექსპლოატაციაში გადაცემის მიზნით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად სტამბოლში ჩამოსული პუტინი, ერდოღანმა ჰალიჩის კონგრესის ცენტრში მიიღო და პირისპირი შეხვედრის დასრულების კვალდაკვალ, მათ მონაწილეობა მიიღეს მილსადენის გახსნის ცერემონიალში. მიღებული ინფორმაციით, გაზსადენის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ერდოღან-პუტინს შორის მეორე პირისპირი შეხვედრა გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმაც



მსგავსი ინფორმაციები