ვიცე-პრეზიდენტმა ლიბიის მანდატი მოიწონა

“ანკარა დაიცავს თავის უფლებებს და ინტერესებს ხმელთაშუაზღვაში“

1334128
ვიცე-პრეზიდენტმა ლიბიის მანდატი მოიწონა

 

ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაიმ, სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში შეფასება მისცა რა თურქი ჯარების ლიბიაში გაგზავნის ერთწლიან მანდატს, თქვა, რომ ამით ანკარამ ჩაშალა ხმელთაშუაზღვაში დაგეგმილი ოინები და რომ  თურქეთი გააგრძელებს თავისი უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ამ რეგიონში. მანვე მომგებიანი უსურვა თურქი ჯარების განლაგებას ლიბიაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარამ ყველა გადადგმული ნაბიჯი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, კონკრეტული სტრატეგიისა და გეგმის ფარგლებში განსაზღვრა. "ლიბიის მანდატი არღვევს მალულ თამაშებს რეგიონში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის უფლებებისა და ინტერესების დაცვას. თურქეთის მიზანია ლიბიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად გაეროს მიერ აღიარებული ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის გვერდით დადგომა და რეგიონში მშვიდობის დამყარება. ჩვენ გვწამს, რომ თურქეთის პარლამენტში ამ მანდატის მიღებით, ლიბიაში აგრესიულმა დაჯგუფებებმა შესაბამისი მესიჯი მიიღეს”, აღნიშნავს ოქტაი. 2 იანვარს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, თურქეთის პარლამენტმა ხმის უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც თურქ ჯარებს ლიბიაში ყოფნის ერთწლიან მანდატს ანიჭებს



მსგავსი ინფორმაციები