ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ტრამპს
განიხილეს აქტუალური საკითხები

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს, წუხელ ტელეფონით ესაუბრა. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე რეგიონალურ განვითარებას, განსაკუთრებით ლიბიასა და სირიაში მიმდინარე ბოლოდროინდელ ვითარებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა ბაღდადში, ამერიკის საელჩოს გარშემო მიმდინარე აქციების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული უსაფრთხოების ძალები არ დაზარალდებიან. რეგიონალური საკითხების გადაწყვეტაში ერდოღანმა ხაზი გაუსვა დიპლომატიის მნიშვნელობას. “ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდნენ, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ყველანაირი თანამშრომლობა გააძლიერონ და გაზარდონ“, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებაში
მსგავსი ინფორმაციები

ანკარა: „საბერძნეთთან ურთიერთობაში „პოზიტიური დღის წესრიგის“ პროცესი განახლდა“
ანკარა: „საბერძნეთთან ურთიერთობაში „პოზიტიური დღის წესრიგის“ პროცესი განახლდა“

მინისტრი ჩავუშოღლუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
მინისტრი ჩავუშოღლუ არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა