თურქი ჯარების ლიბიაში გაგზავნის რეზოლუციას დღეს განიხილავენ

რეზოლუციას, რომელიც თურქი ჯარების ლიბიაში გაგზავნას ითვალისწინებს, დღეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ ასამბლეაზე განიხილავენ

1333460
თურქი ჯარების ლიბიაში გაგზავნის რეზოლუციას დღეს განიხილავენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც თურქი ჯარების ლიბიაში გაგზავნას ითვალისწინებს, დღეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ ასამბლეაზე განიხილავენ.

განხილვა 14.00 საათზე დაიწყება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სიტყვის გამოვლის შემდეგ კენჭისყრა გაიმართება.

რეზოლუციაში საუბარია იმაზე თუ რატომ არის ლიბიაში სამხედროების გაგზავნის საჭიროება და ხაზგასმულია ამ ქვეყნაში არსებული ტერორი და კონფლიქტები.  

მოცემულია გაფრთხილება რომ „იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზრდება ეს უარყოფითად აისახება რეგიონში თურქეთის ინტერესბზე.“

აქვე აღნიშნულია, რომ თურქი სამხედროების ლიბიაში მისიის ფარგლები და მასშტაბები პრეზიდენტის მხრიდან განისაზღვრება.  

რეზოლუციაში მოთხოვნილია თურქეთის შეიარაღებული ძალების ლიბიაში ერთი წლის ვადით გაგზავნის უფლების მიცემა.  



მსგავსი ინფორმაციები