ერდოღანმა საახალწლო მესიჯი გაავრცელა

“ყველა დასახულ გეგმას აღვასრულებთ“

1332485
ერდოღანმა საახალწლო მესიჯი გაავრცელა

 

პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა საახალწლო მისალოცი მესიჯი  გაავრცელა და მასში მიულოცა რა თურქ ხალხს დამდეგი ახალი წელი, მშვიდობა, სტაბილურობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ბარაქა უსურვა მათ. მანვე დადებითი ნაბიჯი უწოდა ლიბიასთან ნოემბერში ხელმოწერილ საზღვაო შეთანხმებას, რომლითაც დასავლეთის მიერ თურქეთის ხმელთაშუაზღვაში თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება აღმოფხვრილ იქნა და მათი ეს მცდელობა კრახით დასრულდა რა, აღნიშნა, რომ ანკარა ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენს ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობას. იგი შეეხო ხელისუფლების გეგმას, დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობისათვის 100 ათასი იაფი ბინის მშენებლობის საკითხს და ხაზი გაუსვა, რომ თუ ასეთ ბინებზე მოთხოვნები გაგრძელდება, მაშინ, ამ კამპანიის ფარგლებში ყოველ მომდევნო წლებში 100 ათას სერიულ ბინებს გააშენებენ. ერდოღანი საახალწლო მესიჯში ბოლოს აღნიშნავს, რომ ყველა დასახულ გეგმას, მათ შორის ეროვნული ავტომობილის და ბოსფორის სრუტის პარალელური სტამბოლის არხის მშენებლობას, აუცილებლად აღასრულებენ



მსგავსი ინფორმაციები