ერდოღანმა მოლდაველი კოლეგა მიიღო

“გაგაუზელი თურქები ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ძლიერ ხიდს წარმოადგენენ“

1332197
ერდოღანმა მოლდაველი კოლეგა მიიღო

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მოლდაველი კოლეგა იგორ დოდონი, ანკარის საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელზედაც ერდოღანმა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოთქვა მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის და ამასთან ერთად, ნოემბერში შექმნილ ახალ მთავრობასაც წარმატებები უსურვა. იგი მოლდოვაში მცხოვრებ ქრისტიანი თურქების, გაგაუზების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ სწორედ გაგაუზელი თურქები არიან მეგობრობის ერთ–ერთი ძლიერი ხიდი მოლდოვასა და თურქეთს შორის. თურქმა პრეზიდენტმა მოლდავეთის ხელისუფლებას მადლობა გამოუცხადა FETÖ–ს წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი ფეტოს თანამოაზრეების ექსტრადიციის კონტექსტში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ფეტულლაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (Feto) მოლდავეთში მოქმედ სკოლებს თურქეთის განათლების ფონდს გადასცემენ. ამ პრესკონფერენციამდე პრეზიდენტ ერდოღანისა და მისი მოლდაველი კოლეგის მონაწილეობით ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა



მსგავსი ინფორმაციები