დაჭრილი ჯარისკაცი დღეს შეჰიდი გახდა

იგი 29 დეკემბერს სირიაში იყო დაჭრილი

1332377
დაჭრილი ჯარისკაცი დღეს შეჰიდი გახდა

 

თურქული საინფორმაციო წყაროების ცნობით, სირიის ქალაქ თელ აბიადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული თურქი ჯარისკაცი, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობდა, შეჰიდი გახდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, “მშვიდობის წყაროს“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას, ხსენებული ჯარისკაცი ქალაქ თელ აბიადში 29 დეკემბერს მომხდარი აფეთქების დროს დაიჭრა და პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, იგი თურქეთის ქალაქ შანლიურფას საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მაგრამ, ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხდა და დღეს დილით იგი გარდაიცვალა



მსგავსი ინფორმაციები