თურქეთი სამამულო ავტომობილების სერიულ წარმოებას იწყებს

ავტომობილის წარმოება ქალაქ,  ბურსაში განხორციელდება

1330379
თურქეთი სამამულო ავტომობილების სერიულ წარმოებას იწყებს

პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დებულების მიხედვით, თურქეთში სამამულო ავტომობილის წარმოება ქალაქ,  ბურსაში განხორციელდება.  თურქეთის საავტომობილო მრეწველობის  და სავაჭრო კომპანიის მიერ  ასაშენებელი ობიექტის ჯამური ინვესტიციის ღირებულება 22 მილიარდი ლირა იქნება სადაც 4 ათას 323 ადამიანი დასაქმდება. ელექტრო მანქანების წარმოება,  5 მოდელში  წელიწადში 175 ათასი ერთეული იქნება. მისი სერიული წარმოება 2022 წელს დაიწყება.  თურქული ავტომობილების წარმოებაში  Anadolu Grubu, BMC, Kıraça Holding, Türkcell და Zorlu Holding-ის კომპანიები იქნებიან ჩართული. 



მსგავსი ინფორმაციები