ვიცე-პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო სენატის ქმედება

“სტიმულს გვაძლევენ ეროვნული ტექნოლოგიის შექმნა-განვითარებისკენ“

1327189
ვიცე-პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო სენატის ქმედება

 

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ მკაცრი  რეაგირება მოახდინა აშშ-ის მხრიდან თურქეთისადმი დაწესებული სანქციების სენატში დამტკიცების მიმართ. ოქტაი, მომავალი წლის ბიუჯეტის დებატების ბოლო დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის მხრიდან რუსული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რუსეთიდან ყიდვისა და ამის გამო თურქეთის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების პარტნიორობიდან გარიცხვისა და სანქციების დაწესებას შეეხო და თქვა:  "ისინი, ვინც S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის გამო ეკონომიკური სანქციებით გვემუქრებიან, ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდნენ, რომ ამით ისინი ჩვენ, გვაიძულებენ და სტიმულს გვაძლევენ ეროვნული ტექნოლოგიის შექმნა-განვითარებისკენ. თურქეთი არც თუ შორს არის იმ დღესთან,  როცა უახლოეს მომავალში საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემა ექნება, თვით აწარმოებს როგორც F-35 ტიპის მოიერიშე თუ უპილოტო თვითმფრინავებს, ასევე უპილოტო სახმელეთო თავდაცვის მანქანებს. მოკლედ, მალე თურქეთი წარმოებისა და დიზაინის მხრივ მთელს მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა გახდება”, ხაზგასმით აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ



მსგავსი ინფორმაციები