2020 წლის ბიუჯეტი მიღებულია

ერდოღანმა მადლობა გადაუხადა დეპუტატბეს

1327203
2020 წლის ბიუჯეტი მიღებულია
cumhurbaskani erdogan.jpg

 

თურქეთის 2020 წლის ბიუჯეტი დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ და დამტკიცებულ იქნა. ახალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს პროცენტების ნაცვლად ეროვნული რესურსების დაბანდებას წარმოებასა და ინვესტიციებში. პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით ოფიციალური მესიჯი გაავრცელა და დეპუტატებს ბიუჯეტის მიღების გამო მადლობა გადაუხადა. “2023 წლისათვის დაგეგმილი ჩვენი მიზნების განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც დიდი დებატების შემდეგ წუხელ მიღებულ იქნა. ყველა დეპუტატს, დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს და მის  მოადგილეებს, მოკლედ ყველას, ვინც ჩართული იყო საბიუჯეტო მარათონში, ყველას ვულოცავ.   ახლა დროა, ჩვენ მეტად მყარი და ძლიერი ნაბიჯებით, იმედიანად ვიაროთ დასახული მიზნებისკენ“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები